მარხვაში პირველ იანვარს (ახ.სტ) არ იდღესასწაულოთ ახალი წელი!

მარხვაში პირველ იანვარს (ახ.სტ) არ იდღესასწაულოთ ახალი წელი!

„მორწმუნე ერი ნამდვილ ახალ წელსაც (1/14 სექტემბერს) კი არ დღესასწაულობს და ცაში ისვრის (აქ რა არის სასიხარულო?!), არამედ მადლობს უფალს განვლილისთვის და წყალობას სთხოვს შემდეგი წლისათვის“ (მღვდ. გ. ს.).

ქრისტეს მიერ საყვარელნო, ძვირფასო თანამემამულენო, ანტიმართლმადიდებელ მსოფლიოში, ახალი სტილით 25 დეკემბერს ( ძველი სტილით 12 დეკემბერი)  აღინიშნება პაპისტური კალენდრით შობის ცრუ დღესასწაული, ხოლო, რადგან ჩვენ მართლმადიდებელი ერი ვართ, ვალდებული ვართ პატივი მივაგოთ ღმერთს და მის საეკლესიო კოდექსს და ვიდღესასწაულოთ უფლის ამ ქვეყნად განკაცების დღესასწაული, ისე, როგორც ეს თავად უფლის წმიდა ეკლესიამ დაგვიწესა – მართლმადიდებელი იულიანური კალენდრით. ამრიგად, ახალი სტილით 7 იანვარს (ძველი სტილით 25 დეკემბერი) დგება შობის  ბრწყინვალე დღესასწული და მარხვა ხსნილდება.

shobis_xati

ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

საეკლესიო კანონიც რომ არ იცოდეს ვინმემ ძნელი არ არის მიხვედრა იმისა, რომ მარხვაში არ შეიძლება საკლავთა დაკვლით, მკრეხელური ზათქითა და საყოველთაო მხიარულებით მარხვის გმობა ერში. მაგრამ ერი როგორ უნდა დადანაშაულდეს, როდესაც დღევანდელი „პატრიარქი“ და მისი სინოდი ღვთის კანონის საწინააღმდეგოს უკუღმა ასწავლის ხალხს და იმის მაგივრად საერო ხელისუფლებას მკაცრად მოსთხოვოს სამღვდელო იერარქიამ მართლმადიდებელი ეკლესიის უმთავრეს დღესასწაულზე პატივის ღირსეულად მიგება და მოითხოვოს მისგან სამოქალაქო კანონმდებლობითაც მართლმადიდებელი კალენდრით დაწესდეს მთელს ერში შობა-ახალი წლის აღნიშვნა. პირიქით, გამოდის „პატრიარქი“ პირველ ინავარს (ახ. სტ.) და აკურთხევს ერს მარხვის გატეხვაზე და ულოცავს მარხვაში ღვთისმბრძოლ დღესასწაულს. ყოველი შობის მარხვაში ილია II ასე გმობს ღმერთს და ასე აგმობინებს მთელ ერსაც მარხვის წმიდა კანონს. იმის მაგივრად, რომ უფალს მისი შობის დღეს სწორად ვულოცავდეთ და ღვთისმშობელ დედას ვახარებდეთ, პირიქით ამ გაუკუღმართებული დღესასწაულით შევურაცვყოფთ და ვამწუხრებთ მთელ ზეციურ მედღესასწაულე ეკლესიას.

ამიტომ, მოვუწოდებთ, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, მას, ვინც მარხვას ინახავს და მათაც, ვისაც მარხვით ჯერ ეკლესიური ცხოვრება არ დაუწყია, რომ სწორედ აღნიშნონ შობის ბედნიერი დღესასწაული ოჯახებში და ამით ღირსეული პატივი მიაგონ  უფალს  და ღვთისმშობელ დედას!

მაშ ასე:მივულოცოთ 7 იანვარს (ახ. სტ.) მარხვის დღეების დაუგმობლად და ღირსეული განსრულებით, საყოველთაო მხიარულებით ერთმანეთს ერში ჩვენი ხსნისა და გადარჩენისთვის უფლის ამქვეყნად  განკაცების  დიდი და საიდუმლო ბრწყინვალე დღესასწაული, რათა ერთობით ვადიდოთ ღმერთი, რომელსა შვენის პატივი და დიდება და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე . ამინ.

  • ბმული: იხ. მღვდ. გელასი და ზურაბი (აროშვილები) წერილი გრიგორიანული კალენდრის შემოღების ისტორიის შესახებ http://www.orthodoxchurch.ge/gregorian_calendar.htm

მე მგონი,  ყველაზე უკეთესად ასე შეიძლება ითქვას ახალი წლის ზეიმზე

„დადგა დეკემბერი; მთელი ქალაქი ციებ-ცხელებაშია; ვნებიან ლტოლვას სიამოვნებისაკენ მიცემული აქვს კანონიერი ძალა.: ყველგან ხმაურია და წარმოუდგენელი მზადებაა. თითქოს არის განსხვავება დღესასწაულებსა  და სადაგ დღეებს შორის. არადა განსხვავება – არ არის და მე ვკითხულობ, მართალი იყო ის, ვინც თქვა, რომ ადრე დეკემბერი გრძელდებოდა ერთი თვე, ხოლო ახლა კი – მთელი წელი. შენ რომ აქ იყო მე გულმოდგინედ გაგესაუბრებოდი, იმაზე, თუ, როგორც შენ იტყვი, რისი კეთება გვმართებს ჩვენ: მცირედითაც არ შევცვალოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი, ანდა, რომ არ გამოვიყურებოდეთ დამრღვევებად საერთო ტრადიციებისა, სიხარულით ვივახშმოთ და სამოსი გამოვიცვალოთ… თუ მე შენ კარგად გიცნობ, შენ მოსამართლის როლში მყოფი ჩათვლიდი რომ ჩვენ ყველაფერში არ უნდა ვბაძავდეთ მასას, რომელიც გადატვირთულია სარქველივით, და არც ყველაფერში მათგან არ უნდა განვსხვავდებოდეთ. თუმცა კი მგონი ზუსტად ამ დღეებშია საჭირო განსაკუთრებით მკაცრად ვაიძულოთ ჩვენი სული, რომ მან მხოლოდ ერთმა, თავი შეიკავოს სიამოვნებისაგან, როდესაც მთელი ერი მიილტვის ამ სიამოვნებისაკენ. და თუ ის არ დაემორჩილება მაცდუნებელ სიამოვნებას, მაშინ მივიღებთ ჭეშმარიტ მტკიცებულებას ჩვენი სულის სიმტკიცისას. საჭიროა, უფრო მეტი სიმტკიცე, რომ დავრჩეთ ფხიზლად, როცა მთელი ხალხი გულისრევამდეა გადამთვრალი; მეტი მონდომებაა საჭირო, რომ, არ შევერიოთ ყველას, და თანაც არ გამოვირჩიოთ თავი და არ გავხდეთ გამონაკლისნი, ვაკეთოთ იგივე, რასაც სხვები, მაგრამ სხვანაირად (ვიყოთ მასაში შეუმჩნეველნი_მთარგ_შენიშვნა). რადგანაც, ხომ შეგვიძლია სადღესასწაულო დღე გავატაროთ ისედაც, რომ არ მივეძალოთ გადამეტებულ ფუფუნებას. “

(სენეკა, წერილი ლუცილიუს, 18)


„წერილი ლუცილიუს“ თარგმანი მოამზადა ა. ბოკუჩავამ

„დიდგორის“ მართლმადიდებელი განყოფილების პრეს-სამსახური


იანვრის თვის საეკლესიო კალენდარი

მარხვა

ძვ. 19 დეკემბერი სამშაბათი ახ. 1 იანვარი

ღირსისა მამისა ჩვენისა გიორგი მწერლისა და ძმისა მისისა საბასი – ხახულელთა (XI); მოწამისა ბონიფანტესი (290); მოწამეთა: ილიასი, პროვოსი და არისისა – მეგვიპტელთა; მოწამეთა პოლიევქტისა და ტიმოთე დიაკონისა (IV); წმინდისა გრიგოლისა, ომიორიტელ ეპისკოპოსისა (დაახლ. 552)

მარხვა

ძვ. 20 დეკემბერი ოთხშაბათი ახ. 2 იანვარი

მღვდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისა (107); წმინდისა ფილოგენისა, ანტიოქიის ეპისკოპოსისა (323); მართლისა იოანე კრონშტადტელისა (1908)

მარხვა

ძვ. 21 დეკემბერი ხუთშაბათი ახ. 3 იანვარი

წმინდისა მამისა ჩვენისა მაკარი მმარხველისა, ხახულის მონასტრის წინამძღვრისა (XI); მოწამისა იულიანასი და მისთანა 500 მამათა და 130 დედათა, ნიკომიდიას წამებულთა (304); მოწამისა თემისტოკლესი (251)

 

მარხვა

ძვ. 22 დეკემბერი პარასკევი ახ. 4 იანვარი

დიდმოწამისა ანასტასია მწვალებლობათა დამხსნელისა (დაახლ. 304); მოწამეთა: ქრისტოგონისა, თეოდოტიასი, ევოდოსი, ევტიქიანესი და სხვათა (დაახლ. 304)

 

მარხვა

ძვ. 23 დეკემბერი შაბათი ახ. 5 იანვარი

ათთა მოწამეთა კრეტელთა: თეოდულესი, სატორნინესი, ევპოროსი, გელასისა, ევნიკიანესი, ზოტიკესი, პომპისა, აღათოპუსესი, ვასილიდესი და ევარესტისა (VII); ღირსისა ნიფონტისა, კვიპრელ ეპისკოპოსისა (IV); ღირსისა პავლესი, ნეოკესარიელ ეპისკოპოსისა (IV)

 

მარხვა

ძვ. 24 დეკემბერი კვირა ახ. 6 იანვარი

წმინდა მამათა კვირა. [ გარდამავალია. მოიხსენიება შობის წინა კვირას.];
ქრისტესშობის წინადღე. ღირსმოწამისა ევგენიასი და მისთანა პროტისა, იაკინთესი და კლავდიასი (დაახლ. 262); ღირსისა ნიკოლოზ მონოზონისა (IX)

 

დღესასწაულთა დღესასწაული

ხსნილი

ძვ. 25 დეკემბერი ორშაბათი ახ. 7 იანვარი

ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.